ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს დავუმატოთ შაქარი და ავზილოთ. შემდეგ დავაყაროთ გამაფხვიერებლ ფხვნილთან ერთად არეული ფქვილი და ხელით ავსრისოთ. ამ ნამცხვრისთვის საჭირო ცომი სწორედ ფხვიერი უნდა იყოს. ცომი თანაბრად მოვაყაროთ საცხობი ფორმის ძირზე. ხაჭოს დავუმატოთ კვერცხის გულები, შაქარი, არაჟანი, ვანილი და კარგად ავურიოთ. ცალკე თასში ავთქვიფოთ ცილა და მიღებული ბეზე ნელ-ნელა, ხის კოვზით შევურიოთ ხაჭოს მასას. კრემი გადავიტანოთ ცომზე, მოვასწოროთ და შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 30-35 წუთის შემდეგ, როდესაც ხაჭოს მასა საცხობი ფორმის კიდეებს მოსცილდება და ნამცხვრის ზედაპირი გამკვრივდება, ქურა გამოვრთოთ. ნამცხვარი შევაგრილოთ, დავჭრათ და რამე მურაბასთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.ბეზეს ათქვეფისას თასი უნდა იყოს იდეალურად სუფთა და მშრალი, ცილაში კვერცხის გულის ნაწილაკიც კი არ უნდა მოხვდეს. ამიტომ ცილისა და გულების განცალკევებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.