მოვხალოთ ვერმიშელი და გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში. იმავე ტაფაზე დავბრაწოთ ქათმის ფილე კარაქში. პროცესში დავუმატოთ ბულგარული, პომიდორი და სუნელები. დავუმატოთ მოხალული ვერმიშელი, დავასხათ თბილი წყალი. წვენში მოვათავსოთ მთლიანი ხახვი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე თავდახურული. წყალს რომ დაიშრობს, მზადაა მიირთვით გემრიელად!