დავჭრათ კუბებად მოხარშული ჭარხალი, ფეტა. შევაზავოთ სოუსით, რომლისთვისაც უნდა შევურიოთ ზეითუნის ზეთი, მდოგვი, ლიმონის წვენი ან ძმარი, მარილი და პილპილი, ან სოიოს სოუსი. მოვასხათ, დავუმატოთ ქინძი, მე ამჯერად ხმელი მქონდა, თუმცა ცოცხალი უკეთესია. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და გადავურიოთ. პიკანტური, განსხვავებული და უმარტივესი სალათა მზადაა.