ხორცს დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. გადავუღვაროთ წყალი და დავბრაწოთ ხორცი ცხიმში. დავჭრათ ხახვი და დავუმატოთ დაბრაწულ ხორცს. დავაბლენდეროთ სტაფილო და პომიდვრის ნახევარი.ხახვი რომ მოითუშება მოვასხათ ეს მასა. პომიდვრის მეორე ნახევარი დავჭრათ და ისიც დავუმატოთ. გავთქვიფოთ კვერცხი და მოვასხათ. მოვაყაროთ სანელებლები გემოვნებით და ვადუღოთ ხორცის დარბილებამდე. ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ქინძი. 2 წთ ვადუღოთ და კერძი მზადაა.