ხორცის ხვეულები
ხორცის ხვეულები
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ჩვენი ჟურნალის სტუმარი, თეა სამადაშვილი, პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი გახლავთ. თეა გატაცებულია ფოტოგრაფიით, კულინარიითა და ვიზაჟის ხელოვნებით.

ინგრედიენტები

  • სულგუნი - 300 გ
  • შებოლილი ბეკონი ან ლორი - 1 შეკვრა
  • საქონლის რბილი ხორცი - 700 გ
  • ხახვი - 1
  • მარილი და პილპილი
  • როზმარინი
მომზადების წესები
ბრტყლად დაჭრილ ხორცს გადავაფაროთ კულინარიული ცელოფანი და კარგად დავბეგვოთ. გავშალოთ ბეკონი, სათითაოდ დავადოთ დაბეგვილი ხორცის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, როზმარინი და ასანთის ღერებად დაჭრილი სულგუნი. მჭიდროდ გადავახვიოთ და შევკრათ ძაფით. ძაფის ნაცვლად იყენებენ ასევე ჩხირებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩხირებით დამაგრება ცოტა არაპრაქტიკულია.
კარგად გაცხელებულ ტაფაზე დავდოთ კარაქი, მოვასხათ ცოტა ზეთი და შევწვათ ხვეულები. როცა ერთი მხრიდან კარგად შეიბრაწება, ტაფას სახელურში მოვკიდოთ ხელს და მსუბუქი მოძრაობით გადავატრიალოთ მეორე მხარეს. ასე ხვეულები ყველა მხრიდან კარგად იბრაწება. მზა ხვეულები ოდნავ შევაგრილოთ და ბასრი დანით დავჭრათ.
გემრიელად მიირთვით!