ლობიო ჩაალბეთ ცივ წყალში წინა ღამით და მეორე დღეს მოხარშეთ. პირველი ნახარში გადაუწურეთ და მეორე წყალში დაამატეთ დაფნის ფოთლები, პარალელურად მოთუშეთ ხახვი, ტომატ პასტასთან ერთად, სისქე აკონტროლეთ ნახარშით. გაითვალისწინეთ რომ გაცივების შემდეგ ლობიო სქელდება, გემრიელად მიირთვით!