კუბებად დავჭრათ ავოკადო, კიტრი, ნახევარრგოლებად კი - წითელი ხახვი. ჩავაჭრათ ცოცხალი ქინძი ან დავუმატოთ ხმელი, მე ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი მქონდა. მოვამზადოთ სოუსი, რომლისთვისაც უნდა შევურიოთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, მდოგვი და ლიმონის წვენი, ასევე მარილი, პილპილი, მწიკვი ცხარე წიწაკა და ხმელი ბაზილიკი. შევაზავოთ სალათა და მივირთვათ. ჯანსაღი, გემრიელი და სამარხვოა!