1. ცომის მომზადება: კვერცხის გულისა და შაქრისგან მოამზადეთ გოგლი-მოგლი.დაუმატეთ გამდნარი, შეგრილებული კარაქი და თაფლი.შემდეგ დაამატეთ გამაფხვიერებელი (ან სოდა ძმრით) და ფქვილი. გაითვალისწინეთ: ზედმეტი ფქვილი არ მოგივიდეთ — ცომი ოდნავ წებოვანი უნდა დარჩეს.მიღებული მასა გაყავით 3 გუნდად და შედგით მაცივარში 30 წუთით, რათა გამყარდეს. 2. ბეზეს მომზადება: კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად, ნელ-ნელა დაუმატეთ წვრილი შაქარი (ან შაქრის პუდრა) და ლიმონმჟავა. თქვიფეთ შაქრის სრულ გახსნამდე. 3. გამოცხობა: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ მაღალ ტემპერატურაზე.ცომის გუნდა გააბრტყელეთ პირდაპირ საცხობ ქაღალდზე, ზემოდან თანაბრად გადაუსვით ბეზეს მესამედი. აცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. ანალოგიურად გამოაცხვეთ დარჩენილი ორი ფენაც. თვალი ადევნე ბეზეს — თუ ძალიან სწრაფად დაიწყო გამუქება, ტემპერატურას 150-160 გრადუსამდე დაუწიე, რომ შიგნიდანაც კარგად გამოშრეს და არ დაიწვას. 4. კრემი და აწყობა: კრემისთვის: 200 გრამ ოთახის ტემპერატურის კარაქთან ერთად ათქვიფეთ 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე.პირველ და მეორე ფენას წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაღერღილი (ან მსხვილად დაჭრილი) თხილი. მესამე ფენას კრემი არ სჭირდება — მას ზემოდან მოასხით ცოტაოდენი გამდნარი შოკოლადი. შენიშვნა: მოცემული მასალით გამოდის სტანდარტული საცხობი ლანგრის (ტაფის) ნახევარი პორცია.