მოვხარშოთ ბრინჯი და გადავწუროთ. ზეთიან ტაფაზე მოვამზადოთ გაყინული ბოსტნეულის მიქსი ინსტრუქციის მიხედვით. როცა მომზადდება, დავუმატით ბრინჯი, მოვასხათ სოიოს სოუსი, კარგად გადავურიოთ, შევანელოთ გემოვნებით და მზადაა! თუ გსურთ კერძს უფრო "აზიური" ელფერი მისცეთ და გაქვთ სახლში, დაამატეთ ცოტაოდენი ნიორი ან კოჭა (ჯინჯერი) ბოსტნეულის მოთუშვისას. გემოს საოცრად აცოცხლებს!