ფქვილს დავასხათ ზეთი+ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი, გავყოთ 2 ნაწილად, შევახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში 30-40წთ. გულსართი: ვაშლი დავჭრათ კუბიკებად, დავუმატოთ ქიშმიში, ნიგოზი სურვილისამებრ, ვანილი,მარილი, შაქარი, დარიჩინი ცომი გავაბრტყელოთ, მთლიან ზედაპირზე გავანაწილოთ გულსართის 1/2 -დი, გადავახვიოთ რულეტივით და გამოვაცხოთ 180 °-ზე სანამ ოქროსფერი არ გახდება (დაახ. 30-35წთ) მოვაყაროთ შაქრის პუდრა. სანამ გულსართს ცომზე მოათავსებთ, ცომს ზემოდან მოაყარეთ საფანელი (პანკო). ეს ხელს შეუწყლის ვაშლის წვენის შეწოვას, რაც ცომს შიგნიდან გამოცხობაში დაეხმარება და შტრუდელი არ ჩაიფუშება.