მაკარონს ხარშავთ მარილიან წყალში და შემდეგ აცდით რომ მოხარშული გაშრეს, მოასხით ზეთი და გამოაცხვეთ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე წინასწარ გახურებულ ღუმელში ან აეროგრილში გაოქროსფერებამდე. შემდეგ დაჭერით კიტრი კუბებად და ჩერი პომიდორი. შემდეგ შებრაწული მაკარონი, ჩერი პომიდორი და კიტრი ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ სოუსი და სალათაც მზადაა.სოუსი: მაიონეზს დავუტანოთ ლიმონის წვენი, შავი წიწაკა და მარილი და ავურიოთ ერთმანეთში. რჩევა: მაკარონი რომ მაქსიმალურად ხრაშუნა გამოვიდეს, დარწმუნდით, რომ ღუმელში შედებამდე კარგად არის გამშრალი წყლისგან.