თეთრი ლობიო სერბულად
თეთრი ლობიო სერბულად
დრო 240წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქონი ან ერბო - 2 ს.კ
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ
  • დამარინადებული წიწაკა - 250 გ (ან ახალი 500 გ)
  • ხახვი - 2 თავი
  • სოსისი ან ძეხვეული - 350 გ
  • თეთრი ლობიო - 300 გ
  • ორეგანო - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები
ლობიოს დავასხათ წყალი და 2 საათით გავაჩეროთ, სასურველია მთელი ღამითაც. შემდეგ გადავწუროთ, ჩავყაროთ ქოთანში ან სქელძირიან ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ლობიო გადავწუროთ, წვენი ცალკე შევინახოთ, ლობიო კი ქოთანში ჩავაბრუნოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და 3 წუთის განმავლობაში ცხიმში ვშუშოთ, დავამატოთ დაჭრილი წიწაკა და გავაგრძელოთ შუშვა. 3-4 წუთში შევურიოთ პომიდვრის პასტა, კარგად ავურიოთ და დაჭრილ სოსისთან ერთად მოვათავსოთ ქოთანში. დავამატოთ ლობიოს ნახარში წვენი, მარილი, წიწაკა, თავშავა და კიდევ 3-4 წუთის დუღილის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. კერძს ძმარი იმ შემთხვევაში შევურიოთ თუ ახალ ტკბილ წიწაკას გამოვიყენებთ.



ტეგები:
ლობიო პამიდორი ნანახია: 16736