ქვაბში მოვათავსოთ ხაჭო, დავუმატოთ 2 ცალი კვერცხი, დარბილებული კარაქი, მარილი, სოდა და ლიმონმჟავა. შემდეგ ყველაფერი კარგად დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ახლა ეს მზა მასა გადავიტანოთ გაზქურაზე და განუწყვეტლივ ვურიოთ 7-8 წუთი. შემდეგ გადმოვიტანოთ მასა და ხელის ბლენდერით კიდევ ერთხელ გადავურიოთ.