დაჭერით კიტრი და პომიდორი თქვენთვის სასურველ ზომაზე, ასევე წითელი ხახვიც. ნიგოზი, დანაყილი ნიორი, მარილი და წიწაკა აურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ცოტა წყალი ან ძმარი, რომ მიიღოთ სქელი არაჟნისებური მასა. ეს მასა მოასხით ბოსტნეულს, დააყარეთ დაჭრილი მწვანილი და კარგად აურიეთ. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ კახური ზეთიც (თუ ნიგოზი ნაკლებად ცხიმიანია) – ის სალათს გემოვნურად დახვეწს.