ლიმონი კარგად გარეცხეთ და დაჭერით წვრილად, კანიანად (შეგიძლიათ დააბლენდეროთ კიდეც უფრო ერთგვაროვანი მასისთვის). დაჭრილ ლიმონს დაუმატეთ სუნელები: ზაფრანა, ილი, მუსკატი, დარიჩინი და მიხაკი. მიღებულ მასას დაასხით 200 გრამი კონიაკი და კარგად აურიეთ. ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას რამდენიმე დღით. რჩევა: რაც უფრო დიდხანს დაყოვნდება სუნელი კონიაკში, მით უფრო ინტენსიური და სურნელოვანი იქნება თქვენი სააღდგომო პასკა.