თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ ცოტა შაქარი და ცოტა ფქვილი და გავაჩეროთ, სანამ აფუვდება. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად, დავამატოთ დამდნარი კარაქი, ვანილი და ლიმონის და ფორთოხლის ცედრა,რომელიც 24 საათით ადრე მოვათავსეთ 100 მლ ზეთში რათა გემოებო კარგად გამოვიდეს. ასევე კონიაკში 24 საათით ადრე გახსნილი სუნელები. შემდეგ ჩავასხათ საფუარი და ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი. მოვზილოთ რბილი ცომი და ბოლოს დავამატოთ ქიშმიში. ცომი დავტოვოთ თბილ ადგილას დაახლოებით 1,5–2 საათი, სანამ ამოვა. შემდეგ გადავანაწილოთ ფორმებში, გავაჩეროთ კიდევ ცოტა ხნით და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 40 -50 წუთი. სახლში გამომცხვარ პასკას განსაკუთრებული სურნელი და სითბო აქვს. იმედი მაქვს ეს ძველი რეცეპტიც ისეთივე გემრიელი იქნება თქვენს ოჯახშიც, როგორც ჩვენთან. გემრიელად მიირთვით!