თინუსს გადავუწუროთ სითხე და მოვათავსოთ ჯამში, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, ავოკადო, ზეთისხილი, მარილი, პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით, არაჟნით ან ნებისმიერი სასურველი სოუსით, მე ნივრიანი გამოვიყენე. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთს და მივირთვათ ჯანსაღი და უგემრიელესი სალათა!