დაჭრილ ქათამს დაასხით წყალი და აადუღეთ. პირველი ნახარში (წყალი) აუცილებლად გადააქციეთ. ქათამს თავიდან დაასხით სუფთა წყალი, ჩაამატეთ შუაზე გაჭრილი ხახვი და მთლიანი კამის კონა. დააფარეთ თავზე და კარგად მოხარშეთ. როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ბულიონიდან ამოიღეთ ხახვი და კამა. ამის შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაამატეთ მრგვალი ბრინჯი და მარილი გემოვნებით. როდესაც ყველა ინგრედიენტი მოიხარშება, ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, კარგად ამოურიეთ და თქვენი გემრიელი ბულიონიც მზად არის!