გავხეხოთ ორივე ფორთოხლის ცედრა, მხოლოდ ნარინჯისფერი ნაწილი. გამოვწუროთ წვენი (დაახლ. 200 მლ.). მოვათავსოთ ეს ყველაფერი ჯამში, დავუმატოთ შაქარი, ზეთი, ვანილი, ერთმანეთში გადარეული ფქვილი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთს ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. უნდა მივიღოთ ისეთი კონსისტენცია, როგორიც ვიდეოშია. სურვილისამებრ შეგიძლიათ, დაუმატოთ ქიშმიში ან სხვა სასურველი ჩირი, მე შტოშის გამოვიყენე. გადავიტანოთ მზა მასა კარგად დაზეთილ ფორმაში და ვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 30-35 წუთი მზაობამდე. გამოდის დაუჯერებლად გემრიელი, ნოტიო კექსი.