თასში ავურიოთ მშრალი ინგრედიენტები, დავამატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი და ავაფხვიეროთ. შემდეგ დავამატოთ კვერცხი, ავურიოთ კარგად და მოვზილოთ ცომი, სანამ ფხვიერ, არაერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. "დააპლასტიკეთ" და დაასვენეთ მაცივარში 1 საათი. სანამ ცომი ისვენებს მოვამზადოთ შიგთავსი. გავთალოთ ვაშლი და დავჭრათ კუბებად, დავამატოთ ყავისფერი შაქარი, სიმინდის სახამებელი, ვანილი და დარიჩინი. გადავურიოთ კარგად. ცომის მეოთხედი გადადეთ თავზე მოსაყრელად. დანარჩენი ცომი გავაბრტყელოთ, გადავიტანოთ ფორმაში, კიდეები მოვასწოროთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. გადავანაწილოთ ვაშლი, მოვაყაროთ დარჩენილი ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წთ ან სანამ ზედაპირი არ შეწითლდება.