ხახვი და მჟავე კიტრი უნდა დავჭრათ წვრილად, ისევე როგორც კამა. ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, შევაზავოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით, 1-2 საათი დავაყოვნოთ მაცივარში და მივირთვათ! თუ გსურთ სალათა უფრო ფერადი გამოვიდეს, გამოიყენეთ ერთი ქილა წითელი და ერთი ქილა თეთრი ლობიო. ასევე ხმელ ოხრახუშთან ერთად, ძალიან უხდება ცოტაოდენი ნიორიც, თუ ცხარე და პიკანტური გემოები გიყვართ.