თბილ რძეში გახსენით საფუარი, შაქარი და ფქვილი. მოურიეთ და დადგით თბილ ადგილას, სანამ მასა არ აფუვდება და არ გააქტიურდება. ცალკე ჯამში ათქვიფეთ 5 კვერცხი, მარილი და 400 გრ შაქარი, სანამ მასა არ გათეთრდება და არ გაორმაგდება. დაუმატეთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა, ვანილი, არაჟანი, 200 გრ რბილი კარაქი და სუნელების ნაყენი. კვერცხიან მასას შეურიეთ მომზადებული აპარა. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. ბოლოს ჩაიზილეთ 20 მლ ზეთი, გადააფარეთ და დადგით თბილ ადგილას ამოსასვლელად. რჩევა: სასურველია ამოფუების შემდეგ ცომი ერთხელ კიდევ ჩაზილოთ მეტი ჰაეროვნებისთვის. ამოფუებული ცომი გაყავით გუნდებად. თითოეული გუნდა თხლად გააბრტყელეთ, გადაუსვით დარჩენილი კარაქი (150 გრ-დან) და მოაყარეთ ქიშმიში, ცუკატები ან თხილეული. გადაახვიეთ რულეტივით და მიეცით კრაფინის ან პასკის ფორმა. გამოაცხვეთ 170°C ტემპერატურაზე: ჯერ მხოლოდ ქვედა წვაზე 40 წუთი, შემდეგ ჩართეთ ზედა წვაც და გააჩერეთ დაბრაწვამდე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით!