შაქართან ერთად დავნაყოთ ჯანჯაფილი. სტაფილო წვრილ ღერებად დავჭრათ. ალყა-ალყა დავჭრათ ხახვი. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ცხიმიან ქვაბში მოვათავსოთ. შევბრაწოთ ყველა მხრიდან. დავაყაროთ დაჭრილი ხახვის 2/3 ნაწილი და განვაგრძოთ შუშვა. როცა ხახვი დარბილდება, დავუმატოთ ერთად არეული სტაფილო და დანარჩენი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ჯანჯაფილი, ქინძის ძირები და წიწაკა. როდესაც სტაფილო ჩარბილდება, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი შუამდე დაფაროს და ქვაბს სახურავი დავახუროთ. სანამ ხორცი იშუშება, გავასუფთავოთ ფორთოხალი, მოვაცალოთ ცედრა და თეთრი რბილობი და დავყოთ ლებნებად. ხორცი რომ მზად იქნება, დავუმატოთ ფორთოხალი, მოვხადოთ სახურავი და კიდევ 2-3 წუთი ვშუშოთ.