გარეცხილი და გასუფთავებული ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ. შედგით 200°C-ზე გახურებულ ღუმელში (ზედა და ქვედა წვით) დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში. სანამ ბადრიჯანი ცხვება, ჯამში აურიეთ ერთმანეთში ზეთი, ძმარი, ნიორი, წითელი ხახვი, დაჭრილი ოხრახუში, მარილი და გამხმარი რეჰანი. გამომცხვარი, ჯერ კიდევ ცხელი ბადრიჯანი პირდაპირ დაამატეთ სოუსიან ჯამში და კარგად ამოურიეთ. გადმოიტანეთ სალათი თეფშზე და თავზე უხვად მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.