თუ ნაღებს ამოიღებთ, მარხვის პერიოდშიც შეგიძლიათ მოიმზადოთ და მიირთვათ. დაჭრილი ხახვი მოვხალოთ კარაქსა და ზეთში, დავამატოთ კარტოფილი და სტაფილო, დავასხათ წყალი და ვადუღოთ, სანამ ბოსტნეული მოიხარშება. ბროკოლი გავრეცხოთ სოდასა და ადუღებულ წყალში. მოხარშული ბოსტნეული დავაბლენდეროთ თავისივე წვენში, დავუმატოთ დაჭრილი ბროკოლი და ნაღები, დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილები, მარილი და პილპილი გემოვნებით, ერთი წამოვადუღოთ და უგემრიელესი და ძალიან არომატული წვნიანი მზადაა. გემრიელად მიირთვით! სერვირებისას შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი პარმეზანი ან ორცხობილები (სუხარიკები) დამატებითი ტექსტურისთვის.