ზეთიან ქვაბში გადავიტანოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თეთრი ან წითელი, რომელიც გაქვთ. დავამატოთ თხლად დაჭრილი სოკო და მოვთუშოთ. შემდეგ ვუმატებთ ნიორს, ტომატს, სუნელებს, სურვილისამებრ ტარხუნას, მე ხმელი გამოვიყენე. კარგად ამოვურევთ და ბოლოს ვყრით წვრილად დაჭრილ ქინძს. კარგად წამოვადუღოთ და მზადაა. თუ გსურთ კერძს მეტი პიკანტურობა შესძინოთ, ბოლოს ცოცხალ ქინძთან ერთად ერთი მწიკვი წიწაკაც დაამატეთ. შებოლილი პაპრიკა კი კერძს "ცეცხლზე მომზადებულის" ეფექტს მისცემს!