მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 2 კბილი ნიორი ზეთში. დაამატეთ დაჭრილი პომიდორი, დააცადეთ წვენის დაშრობა და შეურიეთ ტომატ-პასტა. ჩაამატეთ 700 გრ დაჭრილი სოკო, მოთუშეთ 5 წუთი და დაასხით წყალი ისე, რომ ოდნავ დაიფაროს. სოუსი: სანამ იხარშება, ჩოპერში ერთად დააბლენდერეთ ნიგოზი, 1 კბილი ნიორი, ქინძი, სუნელები და ცოტაოდენი სოკოს წვენი. ნიგვზიანი მასა ჩააბრუნეთ ქვაბში, კარგად გახსენით, ადუღეთ 2-3 წუთი და შეაზავეთ მარილით.იდეალურია ცხელ ღომთან ერთად მირთმევა!