დაჭერით ბლომად ქინძი, მწვანე ხახვი, ტარხუნა, წიწმატი, მწვანე წიწაკა და ცოტაოდენი პიტნა. ყველაფერი ერთად აურიეთ ერთ ჭურჭელში. ქვაბში გადაიტანეთ ბატკნის ხორცი და დაჭრილი მწვანილები ფენა-ფენა (ხორცი, შემდეგ მწვანილი და ა.შ.). დაამატეთ მჟავე ტყემალი, მარილი გემოვნებით და დაასხით თეთრი ღვინო (რქაწითელი). დადგით ნელ ცეცხლზე. ჩაქაფული მზად იქნება, როდესაც ხორცი კარგად დარბილდება. მეტი "სიხასხასისთვის" ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ ცოტაოდენი ნედლი მწვანილი.