ყველს დავჭრით თხელ ნაჭრებად და მოვათავსებთ ცხელ წყალში და გადავზელთ. შემდეგ გავაბრტყელებთ, გადავუსვამთ მარილთან ერთად შეზავებულ პიტნას და რულეტივით გადავახვევთ. გაგრილებულს დავჭრით და მოვასხამთ ნადუღისა და პიტნის ნაზავს. სასურველი ტექსტურისთვის ნადუღს დავამატე ყველის ნახარშის წყალი და დავაბლენდერე. ენერგეტიკული ღირებულება 100გრ - 400კკალ. თუ მოგწონთ მსგავსი რეცეპტები გამოიწერეთ გვერდი.