1. პირველ რიგში, დანაყეთ ან დაფქვით სუნელები. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, შაფრანი და რომი. კარგად გადაურიეთ და დააყოვნეთ, რომ არომატები გაჯერდეს. 2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: გაცრილი ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი. დაუმატეთ კარაქი და გადაურიეთ, ხელით ან მიქსერით. შემდეგ კვერცხი სათითაოდ და ბოლოს თბილი რძე (37°C-43°C). მოზილეთ რბილი ცომი. 3. ცომს დაუმატეთ ქიშმიში, ლიმონის ჩირი და სუნელების მიქსი. მოზილეთ ცომი ზეთიანი ხელით 10-15 წთ. 4. მიღებული ცომი გადაიტანეთ ფორმებში და დაასვენეთ თბილ ადგილას 2-3 სთ. 5. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 °C-ზე 30-35 წუთი და 150°C-ზე 15-20 წუთი / ცხობის რეჟიმი — ზედა და ქვედა წვა + კონვექცია.