ჯამში მოათავსეთ 200 გრ დარბილებული კარაქი. დაუმატეთ შაქარი და შედედებული რძე. ხელის ბლენდერით კარგად ათქვიფეთ მასა, სანამ არ გათეთრდება და ერთგვაროვანი არ გახდება. დაამატეთ ხაჭო. ვიდეოს ავტორი გვირჩევს, რომ ხაჭო იყოს კარგად გაცრილი ან ბლენდერით დამუშავებული კრემისებური სტრუქტურის მისაღებად. დაუმატეთ 20%-იანი არაჟანი, ცოტა დარიჩინი და კვლავ კარგად დააბლენდერეთ. ბოლოს დაამატეთ წინასწარ მომზადებული ქიშმიში და კოვზით ფრთხილად გადაურიეთ. პასკის ფორმაში ჩააფინეთ დოლბანდი (მარლა). ჯერ ჩადეთ ხაჭოს მასის ნაწილი, შემდეგ შუაში მოათავსეთ ფისტის კრემი და ზემოდან კვლავ ხაჭოს მასით დაფარეთ. ფორმას თავი მოუკარით, დაადეთ სიმძიმე და შედგით მაცივარში მთელი ღამით (ან 24 საათით), რათა ზედმეტი სითხისგან დაიწრიტოს. მეორე დღეს გადმოაბრუნეთ ფორმიდან, მოაშორეთ დოლბანდი და მორთეთ ფისტის კრემით, ნუშით, ფისტებით ან თქვენი გემოვნებით.