ორაგულის ნაჭრებს გადაუსვით ცოტაოდენი ზეთი (ან ცხიმი) და მოაყარეთ მარილი. გამოაცხვეთ აეროგრილში ან შეწვით ტაფაზე, სანამ კარგად არ დაიბრაწება. ბლენდერში მოათავსეთ ნიგოზი, დაუმატეთ სუნელები, ნიორი და მარილი. დაასხით ცხელი წყალი და დაიწყეთ თქვეფა. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ტარხუნა და ცოტაოდენი ძმარი. კარგად დააბლენდერეთ სასურველ კონსისტენციამდე (ვიდეოს ავტორი სქელ ბაჟეს ანიჭებს უპირატესობას). გამზადებული ბაჟე მოასხით შემწვარ ორაგულს. საუკეთესო გემოსთვის, მირთმევამდე ერთი საათით გააჩერეთ მაცივარში.