კვერცხი მწიკვი მარილთან და შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე (უნდა გაორმაგდეს, გაიზარდოს მასა). დავუმატოთ ვანილი, ბოლოს მიქსერის გარეშე ფრთხილად შევურიოთ ხელის სათქვეფით ან ნიჩბით ფქვილი და კაკაო. გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც დაფენილი გვაქვს საცხობი ქაღალდი (ფორმა გამოვიყენე ზომით 30/40, შეგიძლიათ ელექტრო ღუმელის სტანდარტული სინიც) და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი. გამომცხვარს ზემოდან დავაფარე ისევ საცხობი ქაღალდი და გადავახვიე რულეტი, დავტოვე გასაგრილებლად, შემდეგ დავკრემე. იმისათვის, რომ რულეტი გადახვევისას არ დაიბზაროს, აუცილებლად გადაახვიეთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ თბილია. კრემი კი მხოლოდ სრული გაგრილების შემდეგ წაუსვით.