ზეთიან გახურებულ ტაფაზე გადაიტანეთ შერეული ხორცი და კარგად დაბრაწეთ მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. იგივე ტაფაზე უნდა მობრაწოთ ხახვი და ბულგარული. შემდეგ დაამატეთ ხორცი და ცოტა ხანი აცადეთ. დავუმატოთ პომიდორი, შემდეგ ტომატის პასტა და ასევე დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი გასათხელებლად. ბოლოს უნდა ვაცადოთ, რომ 40 წუთი კარგად ჩაითუშოს. დავუმატოთ მარილი, ასევე სუნელები და ბოლოს მოხარშული ლობიო. გადაურიეთ და გემრიელად მიირთვით! მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად. ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ არაჟანი და მოაყაროთ ნედლი ქინძი მეტი არომატისთვის.