გარეცხილი და მშრალი მზესუმზირას გული მოვხალოთ და დავაბლენდეროთ (მე თბილი დავაბლენდერე), აქვე დავუმატოთ თაფლი. უნდა მივიღოთ ცხიმიანი მასა და მოვათავსოთ ჯამში. ქვაბით ქურაზე შემოვდგათ შაქარი წყლით და ავადუღოთ 120 გრადუსამდე (თუ თერმომეტრი არ გვაქვს,ჩავაწვეთებთ ცივ წყალში სიროფს,რომელიც უნდა იქცეს კრისტალად). სანამ სიროფი მზადდება ცილა მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ და მოვამზადოთ მყარი ბეზე. დავუმატოთ წვრილ ნაკადად ადუღებული სიროფი და კარგად ავთქვიფოთ. ბეზე ავურიოთ მზა მზესუმზირას, კარგად გადავურიოთ ერთმანეთს,გადავიტანოთ ფორმაში, რომელსაც ჩაფენილი აქვს საკონდიტრო ცელოფანი და შეფუთული მთელი ღამე მოვათავსოთ მაცივარში. რჩევა: რადგან ხალვა საკმაოდ ტკბილია, უმჯობესია თავიდანვე პატარა კვადრატებად დაჭრათ და ისე მიიტანოთ სუფრასთან – ასე უფრო ლამაზადაც გამოიყურება და პორციების კონტროლიც ადვილია.