მოიმარაგეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ კრევეტები და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მოაცილეთ ჯავშანი, თავი, ნაწლავის ძაფი და კარგად გარეცხეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით სოიოს სოუსი, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, ხმელი მწვანილი და შავი პილპილი. ნივრის საჭყლეტით დაჭყლიტეთ გასუფთავებული ნივრის კბილები და დაამატეთ ნაზავს. კარგად აურიეთ - მარინადი მზად არის. კრევეტებს დაასხით მომზადებული მარინადი და გააჩერეთ 30-35 წუთის განმავლობაში. ტაფაზე დაასხით ზეთი, დააყარეთ სეზამის მარცვლები და გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით ერთი წუთით. დაამატეთ დამარინადებული კრევეტები და ყველაფერი ერთად შეწვით 2-3 წუთის განმავლობაში.