გაასუფთავეთ ბოსტნეული. ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო კი გახეხეთ ან დაჭერით პატარა კუბიკებად. კარტოფილი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ღრმა ტაფაში ან ქვაბში გააცხელეთ ზეთი. მოთუშეთ ხახვი მანამდე სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს, დაამატეთ სტაფილო და შუშეთ კიდევ 3-5 წუთი. ბოსტნეულს დაუმატეთ ფარში. თუშეთ საშუალო ცეცხლზე და ხშირად ურიეთ, რომ ფარში კოშტებად არ შეიკრას. როცა ხორცი ფერს შეიცვლის, დაამატეთ ტომატის პასტა და კარგად აურიეთ. ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი ქვაბში და დაასხით ცხელი წყალი ისე, რომ ინგრედიენტები თითქმის დაიფაროს. დაამატეთ მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი სრულად არ დარბილდება. მზა კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. სუფრასთან მიიტანეთ ცხლად. თუ გსურთ კერძი უფრო არომატული გამოვიდეს, ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი ან ცოტაოდენი უცხო სუნელი.