გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე.შოკოლადის ფილა მცირე ზომის კუბებად დაჭერით.მიქსერის ჯამში მოათავსეთ შაქარი, დაამატეთ კვერცხი, ვანილი და გათეთრებამდე თქვიფეთ.240 გ შოკოლადი გაადნეთ დაჭრილ კარაქთან ერთად ორთქლის აბაზანაზე.შემდეგ შეურიეთ კვერცხის მასა და კარგად მოურიეთ.ამას დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დაჭრილი შოკოლადის ნაწილი (150 გრამიდან)ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ცომი კოვზით დაასხით, თითოეულს თავზე მოაყარეთ შოკოლადის დარჩენილი ნატეხები.შედგით ღუმელში და 12-15 წუთით გამოაცხვეთ. ნამცხვრის შუაგული რბილი უნდა იყოს.ცოტა შეაგრილეთ და მიირთვით.