მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ ხორცის კუბები, როდესაც დაიბრაწება დაუწიეთ გაზს და დაამატეთ ხახვი, 5 წუთის შემდეგ ამატებთ სტაფილოს და შუშავთ კიდევ 10 წუთი, ბოლოს გარეცხილი ბრინჯი, დაასხით იმდენი წყალი რომ დაიფაროს, ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ და როდესაც წყალს ჩაიშრობს თავდახურული გააჩერეთ 15 წუთით, გემრიელად მიირთვით. სანამ ბრინჯს დააყრიდეთ, სუნელები ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად მსუბუქად მოშუშეთ – ასე არომატები უკეთესად გაიხსნება და ბრინჯიც უფრო ოქროსფერი გამოვა. გემრიელად მიირთვით!