მარილიან წყალში მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ და გავაგრილოთ. შემდეგ გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად ცეცხლგამძლე ფორმაში გადავიტანოთ მაკარონი, მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი და გადავურიოთ ხაჭოსა და სულგუნთან ერთად ზემოდან მოვაყაროთ ბევრი ყველი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სრულ დაბრაწვამდე. რჩევა: თუ გსურთ, რომ კერძი უფრო ნაზი გამოვიდეს, ხაჭო წინასწარ შეგიძლიათ ბლენდერით ათქვიფოთ კვერცხთან ერთად.