პირველ რიგში ორცხობილა დავფქვათ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, გადავურიოთ და კარგად ჩავტკეპნოთ ფორმაში. (ჩემი ფორმა იყო 22სმ, ძირზე ჩავაფინე პერგამენტის ქაღალდი). ჩავდოთ მაცივარში 30-40 წუთით. ასევე ჟელატინი ჩავალბოთ გადადუღებულ და გაგრილებულ წყალში. დავაყოვნოთ 30 წუთით. ცალკე ჯამში მოვათავსოთ ხაჭო, ასევე დავუმატოთ არაჟანი, შესქელებული რძე, კრემ-ყველი, შაქარი და ვანილი. ეს ყველაფერი კარგად გავაერთიანოთ (დააბლენდერეთ, ან კარგად გათქვიფეთ). როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი, დავუმატოთ ჟელატინი (გაალღვეთ ორთქლზე და შეაგრილეთ) და გადავურიოთ. მიღებული მასა გავყოთ 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დავუმატოთ მოცვი (მოცვი კარგად დაჭყლიტეთ, ან დააბლედერეთ, შემდეგ კი საწურზე გადაწურეთ). მაცივრიდან გამოვიღოთ ჩატკეპნილი ორცხობილა და ჩვენი მიღებული მასა მოვათავსოთ ისე, როგორც კადრში ხედავთ. ჯერ თეთრი ფერის, შემდეგ იასამნისფერი და ასე, სანამ არ დაგვიმთავრდება. ჩიზქეიქი მოვათავსოთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს მორთეთ სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!