გახურებულ ტაფაზე გადავიტანოთ ფარში და მოვშუშოთ ცოტა წყალთან ერთად. მოვაყაროთ სუნელები და ხახვთან ერთად მოვბრაწოთ. წვენს რომ დაიშრობს, მოვაყაროთ ფქვილი, კარგად გადავურიოთ და დავუმატოთ სტაფილო და კარტოფილი. დავასხათ წყალი და ვადუღოთ ბოსტნეულის მოხარშვამდე. მოვაყაროთ ტარხუნა, დავაჭყლიტოთ ნიორი, მარილი და ცხარე აჯიკა გემოვნებით და სულ ბოლოს ქინძი. გემრიელად მიირთვით!