ჯამში მაქვს 100 გრამი კარაქი, 200 გრამი მწარე შოკოლადი და უნდა გავადნო ახლა ეს მიკროტალღურში. მანამდე დავიწყოთ ახლა მომზადება. პირველ რიგში დაგვჭირდება კვერცხი, 3 ცალი. დავუმატოთ 200 გრამი შაქარი. ახლა გავთქვიფოთ. დავუმატოთ მწიკვი მარილი და ამასობაში ჩვენი შოკოლადიც გადნა. გადავიტანოთ ახლა ესეც ჯამში. კარგად მოვურიოთ, კარგად უნდა გაიხსნას ყველაფერი. დავუმატოთ 100 მლ ზეთი (მე ზეითუნის ზეთი გამოვიყენე) თან ვურევთ აუცილებლად. ახლა დავუმატოთ 150 გრამი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. მოვურიოთ. აი, ასეთი კონსისტენციის უნდა გამოგვივიდეს. ახლა გადამაქვს მაფინების ფორმაში და გულში ჩავუდოთ რძიანი შოკოლადიც, მაინც ძალიან მწარე რომ არ გამოგვივიდეს. ახლა ეს სილამაზე შევაბრძანოთ ღუმელში, 180 გრადუსზე, 20 წუთი. ჩვენი მაფინებიც მზად არის. ახლა ოდნავ შეგრილდეს და შემდეგ მიირთვით.