კეფირს გადაურიეთ სოდა და მარილი, რომ გააქტიურდება დაამატეთ ფქვილი, სულ ბოლოს უნდა შეაზილოთ ზეთი და დაასვენოთ 20 წუთით, გაყავით 4 გუნდად (დაახლოებით 250-300 გრ). გულში გადაიტანეთ ზუსტად იგივე რაოდენობის ყველი, გადაუსვით კვერცხის გულის და რძის ნაზავი. შემდეგ თავზე მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, ქვედა და წვაზე,სანამ კარგად არ გაოქროსფერდება. ჩემსას დასჭირდა დაახლოებით 20 წუთი, გემრიელად მიირთვით. იმისათვის, რომ ხაჭაპური უფრო პრიალა და რბილი გამოვიდეს, ღუმელიდან გამოღებისთანავე გადაუსვით ცოტაოდენი კარაქი.