გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.23*33 სმ ზომის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, ისე რომ ქაღალდი ფორმის გვერდებს ამოსცდეს სიმაღლეში. მოვუსვათ კარაქი.ცომისთვის კარგად ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. დავამატოთ ფქვილი, მარილი. მიღებული ცომი ხელით კარგად მოვაგუნდავოთ, გადავიტანოთ ფორმაში და თანაბრად გავაბრტყელოთ. შევდოთ 30 წუთით მაცივარში. გაციებული ცომი გამოვაცხოთ 15-20 წუთი .გამოვიღოთ და 10 წუთი გავაციოთ. დავასხათ ლიმონის კრემი, რომელსაც ამასობაში მოვამზადებთ ამგვარად:კვერცხი, ლიმონის წვენი და ცედრა ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ ფქვილი და შაქარი. კრემდასხმული ბისკვიტი შევაბრუნოთ ღუმელში 30-35 წუთითმზა ნამცხვარი ბოლომდე გავაციოთ და მხოლოდ შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან. დავჭრათ კვადრატებად და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.