თასში მოათავსეთ საქონლის ფარში, დაუმატეთ წინასწარ დაბლენდერებული ხახვი, ნიორი და ქინძი. მოაყარეთ სუნელები და მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა, თანაბარი ზომის ბურთულები. მოამზადეთ ორი თასი - ერთი ფქვილით, მეორე კი ცივი წყლით. ხორცის ბურთულები ჯერ წყალში ამოავლეთ, შემდეგ ფქვილში. ეს პროცესი (წყალი-ფქვილი) გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ ბურთულები კარგად არ დაიფარება ფქვილის ფენით. ადუღებულ წყალს დაუმატეთ მარილი და დაფნის ფოთოლი. ფრთხილად ჩაუშვით პელმენები და ხარშეთ მომზადებამდე. თეფშზე ჯერ დაასხით ტომატის სოუსი, შემდეგ დაადეთ ცოტაოდენი არაჟანი. ზემოდან მოათავსეთ მოხარშული პელმენები და მოაყარეთ დაჭრილი ნედლი ქინძი.