ალუჩას კარგად ვრეცხავთ.ვათავსებთ ქვაბში, ვამატებთ ქინძს და ძალიან ცოტა წყალს, რომ არ დაიწვას. ვადუღებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოხარშულ მასას ვხეხავთ საცერზე ისე, რომ კურკები და კანი მოშორდეს. ვჭრით აყვავებულ ქინძს, კამას, ომბალოსა და ახალ ნიორს. დაჭრილ მწვანილებსა და ნიორს ვათავსებთ ბლენდერში, ვამატებთ მარილს და ალუჩის ნახარშ წვენს. კარგად ვაბლენდერებთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ მწვანე მასას ვურევთ გახეხილ ალუჩას. ბოლოს ვამატებთ დაღერღილ წითელ წიწაკას და ყველაფერს კარგად ვაზავებთ.