ფორთოხალი გავჭრათ შუაზე და კოვზის დახმარებით ამოვაცალოთ რბილობი. კანს მოვაშოროთ ზედმეტი თეთრი ნაწილები. წყალს დავუმატოთ ჟელატინი, მოვურიოთ და ოდნავ შევათბოთ. ფორთოხლის რბილობისგან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ შაქარი, კარგად გავხსნათ და ესეც ოდნავ შევათბოთ. ჟელატინის მასა და ფორთოხლის წვენი გავაერთიანოთ, კარგად გადავურიოთ და ჩავასხათ ფორთოხლის კანში. დესერტი შევდგათ მაცივარში დაახლოებით 1 საათით, რომ კარგად გაცივდეს და გამაგრდეს. ბოლოს, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.