ბლენდერის ჯამში მოათავსეთ ყველა საჭირო მწვანილი და დამატებითი ინგრედიენტი (ანჩოუსი, ნიორი, სანელებლები). დაამატეთ მაიონეზი, იოგურტი და ზეითუნის ზეთი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი, კრემისებრი მასის მიღებამდე. დაჭრილ პომიდორს დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი, ძმარი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთით, რათა გემოები გაუჯდეს. პური დაჭერით პატარა ნაჭრებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შეწვით პური ოქროსფერამდე. (ასევე შეგიძლიათ გახუხოთ ღუმელში). შეარჩიეთ ლამაზი, დიდი თეფში. თეფშზე ჯერ გულუხვად გაანაწილეთ მწვანე სოუსი. სოუსზე ლამაზად დაალაგეთ დამარინადებული პომიდვრის ნაჭრები. ზემოდან მოაყარეთ ხრაშუნა პურის ნაჭრები. დასასრულს, მოასხით პომიდვრის მიერ გამოშვებული წვენი (მარინადი) მეტი წვნიანობისა და არომატისთვის.