დიდ ჯამში მოათავსეთ დაჭრილი ბოსტნეული (კიტრი, ხახვი, კამა), სიმინდი და თინუსი. ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ იოგურტი, მაიონეზი, თაფლი, მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი და მარილი. მომზადებული დრესინგი დაასხით ბოსტნეულისა და თინუსის მასას და კარგად აურიეთ. ტორტილაზე ჯერ სალათის ფოთლები დააფინეთ (ეს ტორტილას დასველებისგან დაიცავს), შემდეგ კი შუაში მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ. მომზადებული ვრაპები ყველა მხრიდან გახუხეთ მშრალ, კარგად გაცხელებულ ტაფაზე.